SGCB Clay Bar Pad Fine Grade Ø150 mm
₾95.00
SGCB Clay Bar Pad Fine Grade Ø150 mm — რბილი დისკის ტიპის ავტოსკრაბი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილის კორპუსისა და მინის ზედაპირების ღრმა წმენდისთვის ისეთი ჩამჯდარი დაბინძურებებისგან, როგორიცაა:
- ხის ფისი;
- ბიტუმი;
- ფრინველების ექსკრემენტები;
- მწერების ნარჩენები;
- საღებავის ნაფრქვევი;
- წყლის ქვის ნადები.
შესაძლებელია გამოყენება როგორც ხელით, ასევე ექსცენტრიკული პოლირების მანქანებით. ლაქ-საღებავის საფარის დაზიანების თავიდან ასაცილებლად და ჭუჭყის აბრაზიული ნაწილაკებით დაკაწვრის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია წმენდის პროცესში ლუბრიკანტის გამოყენება.
ავტოსკრაბი წარმოადგენს სინთეტიკური თიხის თანამედროვე ალტერნატივას. მას აქვს ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა, მარტივად იწმინდება, არ ზიანდება იატაკზე დავარდნის შემთხვევაში და ნებისმიერ დროს მზად არის გამოსაყენებლად.
ავტოსკრაბის სამუშაო ზედაპირი დამზადებულია რეზინა-პოლიმერული ნაერთისგან, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ სრიალს ზედაპირზე. ამის წყალობით წმენდა ხორციელდება სწრაფად და უსაფრთხოდ ლაქ-საღებავის საფარისთვის.
აკრძალულია როტაციული პოლირების მანქანებთან გამოყენება.