More items from this sellerView All

SGCB Bevelled Wool Pad Ø130 mm

₾55.00

SGCB Bevelled Wool Pad Ø130 mm არის ბუნებრივი, მყარი ცხვრის ბეწვისგან დამზადებული პოლირების დისკი, რომელიც განკუთვნილია როგორც როტორული, ასევე ექსცენტრიკული პოლირების მანქანებისთვის. გამოიყენება ღრმა ნაკაწრების, მქრქალი (matting) ზედაპირის, „შაგრენის“, ასევე ოქსიდაციის კვალიების მოსაშორებლად სტანდარტულ და მყარ ლაქ-საღებავის საფარებზე.

დისკში გამოყენებულია სექციურად განლაგებული შალის ბოჭკოები, რომლებიც კომპაქტურად არის დალაგებული „ქსელური“ (grid) სტრუქტურით. ბოჭკოების საერთო სიგრძე არ აღემატება 7 მმ-ს, რაც უზრუნველყოფს მაღალ ჭრის ეფექტს და სტაბილურ მუშაობას.

ბოჭკოები დამაგრებულია 10 მმ სისქის ღრუბლოვან (cellular foam) ბაზაზე, რომელიც ახდენს არათანაბარი წნევის ამორტიზაციას, ამცირებს ღრმა ნაკაწრების რისკს და აუმჯობესებს კონტროლს პოლირების პროცესში.

დისკის „bevelled“ (დახრილი კიდე) დიზაინი უზრუნველყოფს უკეთეს მანევრირებას რთული ფორმის დეტალებზე და ამცირებს კიდეებზე ზედმეტი წნევის რისკს. შალის დისკი მუშაობისას ძლიერ ხურდება, ამიტომ ბაზა დამატებით ასრულებს სითბოს გაფრქვევის ფუნქციას. ცენტრალური ხვრელი კი აუმჯობესებს ჰაერის ცირკულაციას და ხელს უწყობს გამოყენებული პასტისა და ცხელი ჰაერის ეფექტურ გამოდევნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი პოლირების დროს.

გამძლე Velcro სამაგრი უზრუნველყოფს მყარ ფიქსაციას პოლირების მანქანის დისკზე და სტაბილურ მუშაობას. გამოყენების შემდეგ დისკი უნდა გაიწმინდოს შეკუმშული ჰაერით, გაირეცხოს წყლით და სრულად გაშრეს, რის შემდეგაც მზად არის ხელახალი გამოყენებისთვის.

ბრენდიSGCB
ბრუნვის ტიპიროტორული, ექსცენტრიკული
თავსებადი ძირი125 მმ
სიმკვრივემყარი (უხეში)
მასალაბამბა (შერეული მატყლი)
პროფილი17 მმ
მწარმოებელი ქვეყანაჩინეთი