მქრქალი პოლიურეთანის დამცავი ფირი ავტომობილისთვის
₾3,600.00
SGCB Paint Matt Protection Film 7.5 mil – მქრქალი პოლიურეთანის დამცავი ფირი ავტომობილის ძარისთვის. გამოიყენება ავტომობილის ზედაპირის დასაცავად ქვების დარტყმისგან, ნაკაწრებისგან, გზის ქიმიური ზემოქმედებისგან, მტვრის, ჭუჭყისა და კოროზიისგან. ასევე ასრულებს UV ფილტრის ფუნქციას და იცავს საღებავის საფარს მზის სხივების ზემოქმედებით გაფერმკრთალებისა და ფერის დაკარგვისგან.
SGCB Matt Paint Protection Film-ის სისქე შეადგენს 190 მიკრონს, რაც საშუალებას აძლევს ფირს თითქმის შეუმჩნეველი დარჩეს ზედაპირზე, ამავდროულად ეფექტურად შეასრულოს ძარის დაცვის ფუნქცია. ფირს აქვს დაზიანების შემთხვევაში თვითაღდგენის უნარი, მაღალი მდგრადობა აგრესიული ავტოქიმიის მიმართ, დროთა განმავლობაში არ ყვითლდება და არ სკდება.
მრავალშრიანი სტრუქტურა უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას:
- თერმოპლასტიკური პოლიურეთანის ფენა – იცავს ზედაპირს მექანიკური დაზიანებებისგან
- თერმოპლასტიკური პოლიურეთანის ფენა – უზრუნველყოფს ფირის თვითაღდგენას დაზიანებების შემთხვევაში
- პოლიურეთანის ფენა – ასრულებს UV ფილტრის ფუნქციას
- პოლიეთილენის ბაზაზე დამზადებული წებოვანი ფენა – უზრუნველყოფს მონტაჟს ბუშტებისა და ნაკეცების გარეშე
SGCB Paint Matt Protection Film 7.5 mil გამოიყენება ავტომობილის თითქმის ყველა ნაწილზე: ფრთებზე, სარკეებზე, ბამპერებზე, კარის სახელურებზე, ზღურბლებსა და რადიატორის ბადეებზე.
მწარმოებელი ფირზე იძლევა ოფიციალურ 10 წლიან გარანტიას.