პოლიურეთანის დამცავი ფირი ავტომობილისთვის SGCB Collapsible Storage Bin

2,600.00

SGCB Paint Protection Film 7.5 mil – პოლიურეთანის დამცავი ფირი ავტომობილის ძარისთვის. გამოიყენება ავტომობილის ზედაპირის დასაცავად ქვების ნატეხებისგან, ნაკაწრებისგან, გზის ქიმიური ზემოქმედებისგან, მტვრისა და ჭუჭყისგან. ასევე ასრულებს UV ფილტრის ფუნქციას და იცავს საღებავის საფარს მზის სხივებისგან გაფერმკრთალებისა და ფერის დაკარგვისგან.

თხელი, როგორც თმა. ძლიერი, როგორც ჯავშანი.

SGCB Paint Protection Film-ის სისქე მხოლოდ 190 მიკრონია, თუმცა ეფექტურად უზრუნველყოფს ძარის დაცვას. პოლიურეთანის ფირს აქვს დაზიანების შემდეგ თვითაღდგენის უნარი, მაღალი მდგრადობა აგრესიული ავტოქიმიის მიმართ. დროთა განმავლობაში არ ყვითლდება, არ სკდება და აძლიერებს ძარის პრიალა იერს.

ყველა ფენა ასრულებს თავის ფუნქციას:

  • დამცავი სატრანსპორტო ფენა
  • თერმოპლასტიკური პოლიურეთანის ფენა – უზრუნველყოფს თვითაღდგენას დაზიანების დროს და იცავს UV გამოსხივებისგან
  • ძირითადი პოლიურეთანის ფენა – უზრუნველყოფს ფიზიკურ დაცვას, არის მოქნილი და გამძლე, ამცირებს ქვების დარტყმისა და აბრაზიული ნაწილაკებისგან გამოწვეულ დაზიანებებს
  • წებოვანი ფენა პოლიეთილენის ბაზაზე – უზრუნველყოფს ფირის მონტაჟს ბუშტებისა და ნაკეცების გარეშე
  • დამცავი ქვედა ფენა

იდეალურია ქალაქის პირობებისთვის

ფირი უზრუნველყოფს დაცვას მცირე ქვებისგან, ნაკაწრებისა და ქიმიური ზემოქმედებისგან, ხოლო მონტაჟის შემდეგ თითქმის შეუმჩნეველი რჩება.

შესაფერისია მთელი ძარისთვის

SGCB Paint Protection Film გამოიყენება ავტომობილის თითქმის ყველა ნაწილზე: ფრთებზე, სარკეებზე, ბამპერებზე, კარის სახელურებზე, ზღურბლებზე და რადიატორის ბადეებზე. მწარმოებელი ფირზე იძლევა ოფიციალურ 10 წლიან გარანტიას.

მონტაჟი ნაკეცების გარეშე

190 მიკრონის სისქის ფირი არის საკმარისად ელასტიური რთული ფორმის ზედაპირებზე დასაკრავად და უზრუნველყოფს საიმედო დაცვას ქვების, მცირე ნაკაწრებისა და ქიმიური ზემოქმედებისგან.

ესთეტიკა. დაცვა. ინვესტიცია.

PPF ფირი ზრდის ავტომობილის ღირებულებას მეორად ბაზარზე — იდეალურად დაცული, გლუვი და პრიალა ძარა ქმნის ახალი ავტომობილის შთაბეჭდილებას.

ბრენდი SGCB
მასალა პოლიურეთანი
სისქე 190 მიკრონი
რულონის სიგანე 1.52 მ
რულონის სიგრძე 15.2 მ
მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი