SGCB Wool Polishing Pad Ø90 mm

30.00

SGCB Wool Polishing Pad Ø90 mm არის საშუალო სიმკვრივის შალის (wool) პოლირების დისკი, რომელიც განკუთვნილია როგორც როტორული, ასევე ექსცენტრიკული პოლირების მანქანებისთვის. გამოიყენება აღდგენითი პოლირებისთვის და საშუალო დონის დეფექტების მოსაშორებლად რბილ და საშუალო სიმტკიცის ლაქ-საღებავის ზედაპირებზე.

დისკი შედგება 18 მმ სიგრძის მკვრივად განლაგებული შალის ბოჭკოებისგან, რომლებიც დამაგრებულია 10 მმ სისქის ღრუბლოვან (cellular foam) ბაზაზე. ეს ბაზა უზრუნველყოფს არათანაბარი წნევის ამორტიზაციას, ამცირებს ზედაპირზე ღრმა ნაკაწრების წარმოქმნის რისკს და ინარჩუნებს სტაბილურ ფორმას მუშაობის პროცესში.

შალის დისკი მუშაობისას უფრო მეტად ხურდება, ამიტომ ბაზა დამატებით უზრუნველყოფს სითბოს გაფრქვევას და ამცირებს გადახურების რისკს ხანგრძლივი პოლირების დროს.

გამძლე Velcro სამაგრი უზრუნველყოფს მყარ ფიქსაციას პოლირების მანქანის დისკზე და სტაბილურ მუშაობას. გამოყენების შემდეგ დისკი უნდა გაიწმინდოს შეკუმშული ჰაერით, გაირეცხოს წყლით და სრულად გაშრეს, რის შემდეგაც მზად არის ხელახალი გამოყენებისთვის.

ბრენდი SGCB
ბრუნვის ტიპი როტორული, ექსცენტრიკული
თავსებადი ძირი 80 მმ
სიმკვრივე საშუალო
მასალა ბამბა (შერეული მატყლი)
სამაგრის დიამეტრი 90 მმ
საფენის სისქე 10 მმ
ბუსუსის სიგრძე 18 მმ
მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი