SGCB Random Orbital Polisher Ⅱ Ø150 mm

980.00

Random Orbital Polisher Ⅱ – ეს არის ჩინური ბრენდის, SGCB-ის ექსცენტრული (ორბიტალური) საპრიალებელი მანქანა, რომელსაც გააჩნია ორბიტის 21 მმ-იანი სვლა და 150 მმ დიამეტრის მქონე ძირი. იგი სპეციალურად შექმნილია დიდ ფართობებზე სამუშაოდ. როტორულ-ორბიტალური მოძრაობის წყალობით, აპარატი მაქსიმალურად დამზოგავია დასამუშავებელი ზედაპირის მიმართ (ამცირებს გადახურებასა და ლაქის მოჭრის სიჩქარეს).

950 ვტ სიმძლავრის ძრავა, სიჩქარის ელექტრონული რეგულირებით, უზრუნველყოფს ბრუნთა რიცხვს 2000-დან 5000-მდე წუთში. 6-სიჩქარიანი გადამრთველი და LED ინდიკატორი საშუალებას გაძლევთ სრულად აკონტროლოთ სამუშაო პროცესი. სიჩქარის დარეგულირება შესაძლებელია დასამუშავებელი ზედაპირის ტიპისა თუ აბრაზიული მარცვლის ზომის მიხედვით.

მუშაობის დროს ვიბრაციის შემცირებას ხელს უწყობს რეზინით დაფარული ანტივიბრაციული სახელური, რომლის დაყენებაც, მომხმარებლის სურვილისამებრ, შესაძლებელია როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს. უკანა სახელური ასევე დაცულია სრიალისგან, ხოლო მისი ერგონომიული დიზაინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოჭიდებას მუშაობის პროცესში.

ბრენდი SGCB
ბრუნვის ტიპი ექსცენტრული (ორბიტალური)
კვების წყარო ქსელი (220V)
ძირის დიამეტრი 150 მმ
ორბიტის სვლა 21 მმ
სიმძლავრე 950 ვტ
ბრუნვის სიჩქარე 2000 – 5000 ბრ/წთ
სიჩქარეების რაოდენობა 6
კაბელის სიგრძე 3 მ
წონა 3.5 კგ
მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი
გარანტია 1 წელი