SGCB Lambs Wool Car Wash Mitt
₾30.00
SGCB Lambs Wool Car Wash Mitt — ხელის ხელთათმანი ავტომობილის კორპუსის ხელით რეცხვისთვის, დამზადებული ავსტრალიური მერინოსის საგულდაგულოდ შერჩეული მატყლისგან.
ამ ჯიშის ცხვრის ბეწვი გამოირჩევა განსაკუთრებული რბილობით და ამავდროულად მაღალი სიმკვრივით. ის შესანიშნავად იკავებს ქაფს, ეფექტურად აშორებს დაბინძურებებს და ჭუჭყის ნაწილაკებს აკავებს ბოჭკოებს შორის. ამასთან, ბეწვი რეცხვის პროცესში არ აზიანებს ლაქ-საღებავის საფარს.
ხელთათმანი საიმედოდ ფიქსირდება ხელზე, ხოლო მისი ძირის ქსოვილოვანი ბადის სტრუქტურა ხელს არ უშლის კანის სუნთქვას და უზრუნველყოფს კომფორტულ გამოყენებას.
რეცხვის დასრულების შემდეგ რეკომენდებულია ხელთათმანის ჩვეულებრივი წყლით გარეცხვა და ბუნებრივად გაშრობა.
სარეცხ მანქანაში გარეცხვა არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს მატყლის დაგორგლება და სტრუქტურის დაზიანება.