SGCB Buffing Foam Pad Green Ø125 mm

30.00

SGCB Buffing Foam Pad Green Ø125 mm არის მყარი (cutting) ტიპის პოლირების ღრუბელი, რომელიც გამოიყენება როგორც როტორულ, ასევე ექსცენტრიკულ პოლირების მანქანებთან. განკუთვნილია ლაქ-საღებავის საფარზე არსებული საშუალო და დიდი დეფექტების მოსაშორებლად, ასევე P1500 მარცვლის აბრაზივით გამოწვეული შლის ნაკვალევის გასასწორებლად.

ღრუბელი დამზადებულია პენოპოლიურეთანისგან ღია უჯრედოვანი სტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს პოლირების პასტის თანაბარ განაწილებას და მის სტაბილურ მუშაობას ზედაპირზე. ეს სტრუქტურა ასევე ამცირებს სითბოს დაგროვებას და იცავს ზედაპირს გადახურებისგან.

20 მმ პროფილის სიმაღლე და მომრგვალებული კიდეები უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას რთული გეომეტრიის მქონე დეტალებზეც, ხოლო ცენტრალური ხვრელი ხელს უწყობს სითბოს გაფრქვევას და გამოყენებული პასტისა და ცხელი ჰაერის ეფექტურ გამოდევნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი პოლირების პროცესის დროს.

გამძლე Velcro სამაგრი უზრუნველყოფს მყარ ფიქსაციას პოლირების მანქანის დისკზე და სტაბილურ მუშაობას. გამოყენების შემდეგ ღრუბელი მარტივად იწმინდება შეკუმშული ჰაერით ან წყლით და მზად არის ხელახალი გამოყენებისთვის.

ბრენდი SGCB
ბრუნვის ტიპი როტორული, ექსცენტრიკული
თავსებადი ძირი 125 მმ
სიმკვრივე მყარი (უხეში)
მასალა პოროლონი
სამაგრის დიამეტრი 130 მმ
სამუშაო დიამეტრი 140 მმ
პროფილი 20 მმ
მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი