მწარმოებელი: RUPES
კოდი: LHR21ES
განვადებით: თვეში 70.42 ლარი
აღნიშნული აპარატი 21მმ-იანი ორბიტალური სვლითა და 150მმ-იანი საპრიალებელი დისკის მეშვეობით საუკეთესოა ფართო ზედაპირების დასამუშავებლად.
მისი საუკეთესოდ დაბალანსებული დიზაინი განაპირობებს იმას, რომ მუშაობისას აპარატის დატვირთვა ნაწილდება თანაბრად, შესაბამისად არ არსებობს მისი დაზიანების საფრთხე. გარდა ამისა, დაცულია თქვენი ჯანმრთელობაც, რადგან ხშირად საპრიალებელი მანქანების გამოყენება იწვევს ძვლებისა და სახსრების ტრავმას, თუმცა RUPES-ის აპარატების ერგონომიული დიზაინის წყალობით, ვიბრაციები არის მინიმუმამდე დაყვანილი, რაც განაპირობებს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაცულობას.
აღსანიშნავია, რომ RUPES-ს თავისი ექსცენტრიკული სვლა დაპატენტებული აქვს და ამ მოძრაობას სხვა კომპანიები თავიანთ აპარატზე ვერ გამოიყენებენ.
LHR21ES გამოირჩევა სიმძლავრითა და გამოყენების სიმარტივით, ვინაიდან თვითონ მუშაობის პროცესში შეგიძლიათ სიჩქარეების რეგულირება თითის მხოლოდ ერთი მოძრაობით.
• პადოშვის დიამეტრი Ø150 მმ
• სიმძლავრე 500 ვტ
• ორბიტალური სვლა 21 მმ
• ბრუნვის სიხშირე 3000-4500 ბრ/წთ
• წონა 2,7 კგ
• გარანტია 1 წელი