რა არის E-shop.ge?
ეს არის ონლაინ მაღაზია სადაც შეხვდებით მრავალ განსხვავებულ და, რაც მთავარია, პრემიუმ სეგმენტის პროდუქციას. მხოლოდ აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორიცაა “RUPES”, “Soft99”, “FIAC”, “SATA” და კიდევ მრავალი სხვა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე მომსახურეობა, რადგანაც ყიდულობთ უმარტივესად, შეძენილ ნივთს იღებთ უსწრაფესად და იმ შემთხვევაში, თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, იღებთ ჩვენი მაღალკვალიფიციური პროფესიონალების დახმარებას.
წარმოგიდგენიათ? პასუხი ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით! და ეს არის არამხოლოდ თეორია, არამედ მრავალწლიანი გამოცდილებიდან მიღებული შედეგი.
შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ თქვენთვის შევქმნათ კომფორტული სივრცე, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ ბევრად უფრო ეფექტურად და ხარისხიანად აკეთოთ თქვენი საქმე!
E-shop-ი ყველაზე კარგი გამოსავალია მაშინ, როდესაც გჭირდებათ საუკეთესო!
ჩვენი ინტერნეტ მაღაზია არის საქართველოში პირველი, რომელიც გთავაზობთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ყველანაირი ტიპის პროდუქტი, რაც გჭირდებათ. ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ახალ პროდუქტებს და კატეგორიებს თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.
,,ვიშლისთი'' არის ორგანიზაცია, რომელშიც ორი მიმართულება გამოიყოფა – ერთი არის ონლაინ მაღაზია, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში ყველაზე დიდია, რადგან ჩვენ მომხმარებელს 50 000-ზე მეტ განსხვავებულ პროდუქტს ვთავაზობთ. მეორე მიმართულებას რაც შეეხება – ვართ საბავშვო პროდუქციის ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროპიდან..
ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ყველანაირი ღირებულების პროდუქცია, თქვენი მოთხოვნებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ჩვენი მიზანია, დღევანდელი დატვირთული ცხოვრების რითმის ფონზე, შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი და მოგაწოდოთ ყველაფერი რაც გსურთ, იქ, სადაც თქვენ გსურთ. ის დრო კი რაც საყიდლებზე სიარულში და საცობებში უნდა დაგეხარჯათ, შეძლებთ თქვენს საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.
ვიშლისთი იყო ერთადერთი ონლაინ მაღაზია 5 წლის წინ, რომელმაც მომხმარებლებს სრული სპექტრის ონლაინ სავაჭრო სივრცე შესთავაზა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მომხმარებელს საშუალება მისცა, ონლაინ, ერთ სივრცეში აერჩია და შეეძინა, ისეთი კატეგორიის ნივთები, როგორიცაა – საბავშვო პროდუქცია, სამშენებლო მასალები, ავეჯი, კოსმეტიკა, ბრენდული საათები, საბაღე ინვენტარი, ჭურჭელი, ტექნიკა, საახალწლო და საზაფხულო ინვენტარი, ავტონაწილები და ა.შ. დღეს დაახლოებით 30-მდე განსხვავებული კატეგორია გვაქვს, რაც ქვეკატეგორიებში დამატებით 150-ზე მეტ დასახელებას აერთიანებს, ჯამში კი მომხმარებელს 50 000-ზე მეტ ნივთს ვთავაზობთ ადგილზე მიტანის ყველაზე სწრაფი სერვისით საქართველოს მასშტაბით.
„ვიშლისთის'' უზარმაზარ შოურუმში ხელმისაწვდომია ბავშვთა სამყაროს კატეგორიაში არსებული ყველა ნივთი, ასევე ბავშვების გართობის, განვითარებისა და დასვენებისთვის საჭირო უამრავი საშუალება. რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი ევროსტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებული და ოფიციალური მწარმოებლის გარანტიით იქნება.
დაგხვდებათ მსოფლიოში ცნობილი წამყვანი ბრენდების მოდელები, როგორიცაა – Anex, Adamex, KikkaBoo, Graco, Pilsan, Baby Merc, Cybex, Polesie, 4BABY, Byox, Wader, Mochtoys, Paradiso Toys, Cangaroo/Moni და სხვა.
ამერიკული კომპანია GRACO 1943 წელს დაარსდა. ბრენდის თითოეული საბავშვო პროდუქტი, გადის მკაცრ და დეტალურ შემოწმებას მსოფლიო ლაბორატორიებსა და დამოუკიდებელ სატესტო ორგანიზაციებში (მაგალითად ADAC), რაც კომპანიის პროდუქციის დამატებითი ხარისხის გარანტიაა.
„დაფუძნებიდან დღემდე, „გრაკოს“, მსოფლიო ბაზარზე, არასდროს დაუთმია პირველობა. კომპანია აწარმოებს საუკეთესო ავტოსავარძლებსა და საბავშვო სარწეველა – შეზლონგებს. ეს ყოველივე კი დასტურდება მილიონობით მომხმარებლის ნდობითა და ერთგულებით – ალბათ, შეამჩნევდით, რომ თუ კი ჰოლივუდის კინოში ავტოსავარძელია გამოყენებული, ეს აუცილებლად GRACO იქნება. ბრენდის მიზანი, ისევე, როგორც ყველა მშობლის, არის იმ ბავშვების უსაფრთხოება და მაქსიმალური კომფორტი, ვინც ყოველდღიურად იყენებს GRACO-ს პროდუქციას, მსოფლიო მასშტაბით“.
„ვიშლისთი“ GRACO-ს ბრენდის პროდუქციას საქართველოზე მორგებული, „ვიშლისთური“ ფასებით წარმოგიდგენთ. ამიტომ, როგორც კომპანიაში ამბობენ, ნებისმიერი მსურველი შეძლებს, თუნდაც განვადებით, GRACO-ს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შეიძინოს.
· EN 716-1:2008 Furniture – საბავშვო საწოლები და საწოლ-მანეჟები
· UNECE Regulation 44 and Regulation ECE R44/04 - ავტომანქანის საბავშვო სავარძლები (ქარსითები)
· EN 1888:2012 Child care articles - Wheeled child conveyances - საბავშვო ეტლები
· EN 14988-1:2006+A1:2012 Children’s high chairs - საკვები სკამ-მაგიდები
· EN 55014, EN 61000 - მკერდის მოვლის საშუალებები
· EN60335 and EN62333 - სტერილიზატორები, გამათბობლები და სხვა საბავშვო ტექნიკა
· EN 71-1:2011 Safety of toys - სათამაშოები, ღრძილების მასაჟორები